1. დრო და რიცხცები შემაჯამებელი გაკვეთილი მათემატიკა; ისტ-ი ავტორი: მარინა შავლაძე 2010 წელი
2. მ ი ზ ა ნ ი 1. ბავშვებმა გაიხსენონ, განავითარონ და დააზუსტონ საკუთარი წარმოდგენები დროსა და დროის შუალედებზე. 2. გაიხსენონ წელიწადის თითოეული დრო და ისაუბრონ მათთვის დამახასიათებელი თვისებების შესახებ. 3. გაეცნონ საათის სხვადასხვა მოდელებს.
3. დროის საზომი ერთეულები 1. წამი (წმ) 2. წუთი (წთ) _ 60 წმ. 3. საათი (სთ) _ 60 წთ. 4. დღე (24 სთ) 5. კვირა (7 დღე) 6. თვე (30 დღე, 31 დღე, 29 დღე, 28 დღე) 7. წელი (12 თვე) 8. საუკუნე (100 წელი)
8. გ ა ზ ა ფ ხ უ ლ ი გაზაფხულის თვეებია: მარტი, აპრილი, მაისი. დღე დიდდება, დათბება. ხეებზე კვირტები ინასკვება. მიწიდან ამოდის ბალახი, იწყება მცენარეთა ზრდის განახლება. თბილ ქვეყნებში გაფრენილი ფრინველებიბრუნდებიან, იკეთებენ ბუდეებს და დებენ კვერცხებს. .
14. ზ ა ფ ხ უ ლ ი ზაფხულის თვეებია: ივნისი, ივლისი, აგვისტო. ზაფხული წელიწადის ყველაზე თბილი დროა. დღეები კვლავ იზრდება (22 ივნისამდე). მწიფდება ხილი. ივსება თავთავი. ფრინველებს და ცხოველებს უჩნდება ბევრი საკვები.
30. პირველი მოწყობილობა,რომლის საშუალებით ადამიანმა შეძლო დროის გაზომვა, იყო მზის საათი ძვ. წ. აღრიცხვით III ათასწლეულში. შუა საუკუნეებში უმარტივესი საათის დანიშნულებას ასრულებდა გნომონი.
32. ეს იყო ჰორიზონტალურ სადგამზე ვერტიკალურად ჩარჭობილი ჯოხი,რომელსაც ჰქონდა ვერტიკალური და ჰორიზონტალური დანაყოფებიანი წრე-ციფებრლატი . დღის განმავლობაში მზის ჩრდილი ეცემოდა ციფერბლატს და წრეზე მოძრაობდა. ასე იგებდნენ დროს.
34. უკვე II ათასწლეულში ჩვ. წ-მდე ინდოეთსა და სხვა ქვეყნებშიც იყენებდნენ წყლის საათს. დროს აღრიცხავდნენ დანაყოფებიან ჭურჭელში სავზე რეზერვუარიდან თანაბარი ინტერვალებით წვეთ-წვეთად ჩამდინარე წყლის დაგროვილი რაოდენობის მიხედვით.
35. ქ ვ ი შ ი ს ს ა ა თ ი შუა საუკუნეებში რაინდებშერკინე- ბისას დროის გასაზომად ქვიშის საათს იყენებდნენ,როცა ქვიშა სააTის ერთი ნაწილიდან მეორეში ჩაიცლებოდა , ამოაბრუნებდნენ და დროის ათვლაც თავიდან იწყებოდა.
41. ადამიანმა რიცხვები უხსოვარი დროიდან შემოიღო. მათი ჩაწერა კი დიდხანს არ შეეძლო. იგი რიცხვებს აღნიშნავდა ნაჭდევებით ხეზე ან ქვაზე, კვანძებით თოკზე და სხვა. შემდეგ უძველესმა ხალხებმა ბაბილონელებმა, ეგვიპტელებმა, ბერძნებმა, რომაელებმა, სლავებმა, არაბებმა რიცხვების ჩასაწერად სხვადასხვა ნიშნები შემოიღეს.